„ოკუპანტები გარბოდნენ და ტექნიკას ტოვებდნენ“ – დიბრივნე გაათავისუფლეს

05-08-2022 12:02:44 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქში იზიუმის სიახლოვეს მდებარე სოფელი დიბრივნე გაათავისუფლეს.

ბრიგადის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ გამოიყურება სოფელი ოკუპანტებისგან განთავისუფლების შემდეგ.

უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, როდესაც რუსი ოკუპანტები სოფლიდან გარბოდნენ, საკუთარი ტექნიკა დატოვეს.

"ბრიგადამ მტერი სოფელ დიბრივნედან გაყარა და ფრონტის ხაზი გადაწია. მომარაგებას მოკლებული ოკუპანტები გარბოდნენ და ტექნიკას ტოვებდნენ, თუმცა წასვლის წინ სოფელი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით კარგად დანაღმეს."- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები