ФСБ ჩერკესკის მკვიდრის დაკავების შესახებ იუწყება, რომელიც "ტერაქტებს და შემდეგ უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდა"

05-08-2022 12:57:05 კავკასია

რუსული ФСБ ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქის – ჩერკესკის მკვიდრის დაკავების შესახებ იუწყება, რომელიც მათი მტკიცებით, ჯერ პროკურატურის და სამხედრო აღრიცხვის ოფისის აფეთქებას, შემდეგ უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდა.

ФСБ –ს ვერსიით, დაკავებული 30 წლის რუსი არის „ნეონაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი, რომელსაც ჰქონდა განზრახვა, ტერორისტული აქტები განეხორციელებინა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა და სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ მემარჯვენე სექტორის ორგანიზაციის პატრონაჟით“.

უწყების ცნობით, დაკავებულის სახლში ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება, „ექსტრემისტული“ სიმბოლოები, პროკურატურის შენობებთან მიახლოების სქემა და მიმოწერები აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები