გერმანიაში კაცი დააკავეს Z-სიმბოლოს პოპულარიზების მცდელობის და პრორუსული რესურსის მართვისთვის

05-08-2022 13:09:56 ევროპა

გერმანიაში ჰამბურგის 31 წლის მკვიდრი დააკავეს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარიზებას უწედა Z სიმბოლოს, ასევე გამოაქვეყნა იარაღით ხელში გადაღებული ფოტოები და რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს უჭერდა მხარს, – წერს გაზეთი Die Welt.

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ის მართავდა ტელეგრამ–არხს Das andere Deutschland ("სხვა გერმანია"), რომელიც პოზიციონირებდა როგორც "პრორუსულ ეროვნულ–ბოლშევიკურ პლატფორმად" და ღიად გამოხატავდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი მხარდაჭერას.

გერმანელი სამართალდამცავების ეჭვები სამხედრო იარაღის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევას და გადაბირებას უკავშირდება.

როგორც მედია წერს, გერმანიის მკვიდრი ბელარუსში გამგზავრებას 18 აგვისტოს აპირებდა, თუმცა 4 აგვისტოს მის სახლში პოლიცია და პროკურატურა მივიდა.

გერმანიაში Z სიმბოლოს გამოყენების აკრძალვა მარტის ბოლოს შემოიღეს.

აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის შსს–ში განაცხადეს, რომ იძიებდნენ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის 140-ზე მეტ შემთხვევას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები