სასამართლომ „სირცხვილიას“ დირექტორი დამნაშავედ სცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

05-08-2022 15:06:43 სამართალი

სასამართლომ „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძე დამნაშავედ სცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

საქმე ეხება 2022 წლის 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონის მე-9 განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს. გიორგი მჟავანაძე ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს, შემდეგ კი დააკავეს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც.

გიორგი მჟავანძე აცხადებს, რომ აპირებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები