Accentnews.ge
"ბოლო 2 საუკუნეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას"

"ბოლო 2 საუკუნეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას"

05/08/2022 11:17:45 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რუსეთთან მიმართებაში ქსენოფობიაზე საუბარი, მხოლოდ მაამებლობაა.

უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილია იმ მთავრობებს შორის, რაც კი საქართველოს ჰყოლია. მისი თქმით, „ოცნება“ ქვეყანას მხოლოდ შიშების წახალისებით მართავს და რაც ძალიან სახიფათოა".

„ქსენოფობია არის ეროვნული ნიშნით არამოტივირებული ზიზღი. მაგალითად, როცა თეა წულუკიანი კნინობითად მოიხსენიებდა ეგვიპტელებს, ირანელებს, ჩინელებს და მათ სავიზო რეჟიმი დაუწესა, ეს ქსენოფობია იყო. მაგალითად, “გარეჯი საქართველოას” პროვოკაციული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, ქსენოფობიაა. მაგრამ ქვეყანა რომელსაც დაპყრობილი აქვს შენი ტერიტორიების 20%, დარბეული და აოხრებული ყავს ასობით ათასი შენი მოქალქე, დახოცილი და გაუპატიურებული ყავს შენი თანამოქალქეები, ეს ქვეყანა არის შენი მტერი, რომელთანაც ბრძოლაში ყალიბდება შენი ეროვნული იდენტობა. დიახ, ბოლო ორი საუკუნეა აესეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას. ცხადია, ეს ჯერ არ ნიშნავს შენს ევროპულობას, მინიმუმ მანამ სანამ რუსულ მთავრობას ვირჩევთ, მაგრამ ევროპული ერი გავხდებით მაშინ, როცა მტრულ რუსულ მთავრობას არჩევნებითვე გავუშვებთ“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, "ქსენოფობია უცხოს მიმართ შიშს ნიშნავს და თუ რამე არაა ქართველებისთვის, უცხო, ეს რუსების ველურობაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S