Accentnews.ge
2022 წლის I ნახევარში სანგაჩალის ტერმინალით მსოფლიო ბაზრებზე 114 მლნ ბარელზე მეტი ნავთობი და კონდენსატი გავიდა, აქედან 107 მლნ ბარელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე მოდის

2022 წლის I ნახევარში სანგაჩალის ტერმინალით მსოფლიო ბაზრებზე 114 მლნ ბარელზე მეტი ნავთობი და კონდენსატი გავიდა, აქედან 107 მლნ ბარელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე მოდის

05/08/2022 13:35:11 ეკონომიკა

2022 წლის პირველ ნახევარში სანგაჩალის ტერმინალით მსოფლიო ბაზრებზე 114 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და კონდენსატი გავიდა, - იუწყება აზერბაიჯანული მედია.

გამოცემის ცნობით, ხსენებული რაოდენობიდან 107 მილიონი ბარელის გატანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით განხორციელდა და 7 მილიონი ბარელის – დასავლეთის (ბაქო-სუფსა) საექსპორტო მილსადენის გავლით.

ტერმინალს ამჟამად დღეში 1.2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და კონდენსატის გადამუშვება და შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული დაახლოებით 100 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრი გაზის გადამუშვება შეუძლია.

სანგაჩალის ტერმინალი დიდი სამრეწველო კომპლექსია, რომელიც შედგება ნავთობის შეგროვების, გადამუშავების, შენახვისა და ექსპორტის პუნქტებისგან. კომპლექსი მდებარეობს აზერბაიჯანში, სანგაჩალ - კარადაგის რაიონის დასახლებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S