ლარი გამყარებას განაგრძობს

05-08-2022 17:42:11 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7178 ლარი ეღირება, ევრო – 2.7806 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2959 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7244 ლარი ღირდა, ევრო – 2.7775 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3216 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები