პრეზიდენტმა ცესკო–ს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე მორიგი ვადით ასარჩევად არ წარადგინა

05-08-2022 21:21:08 პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი იყო, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

„საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

თავის დროზე ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურამ, ის ჩვეულებრივი უმრავლესობით, ორჯერ, 6-თვიანიანი ვადით იყო არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ და მესამედ სურდა ამ თანამდებობის დაკავება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები