უზბეკეთმა აზერბაიჯანის გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების ინიცირება მოახდინა

06-08-2022 12:39:55 ეკონომიკა

უზბეკეთმა აზერბაიჯანის გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების ინიცირება მოახდინა, - იუწყება Day.Az უზბეკურ მედიაზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთის, აზებაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების პირველ შეხვედრაზე უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მახკამოვმა ახალი მულტიმოდალური დერეფნის - “თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია-ავღანეთის გავლით” ფორმირების იდეა გააჟღერა.

მისივე თქით, “სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის ტემპების დაჩქარების უაღრესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით ზომების მიღება მათთან ტვირთბრუნვის განვითარებისთვის”.

"ამჟამად გვაქვს ტვირთების ავღანეთის გავლით პაკისტანამდე გადაზიდვის შესაძლებლობა. ამ გზით ჩვენი ეროვნული გადამზიდავები ნელ-ნელა ტესტავენ და უკვე იწყებენ ავღანეთის გავლით ტვირთების გადაზიდვას", - აღნიშნა მახკამოვმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები