Accentnews.ge
შარლ მიშელმა ალიევისა და ფაშინიანის ბრიუსელში შეხვედრა დააანონსა

შარლ მიშელმა ალიევისა და ფაშინიანის ბრიუსელში შეხვედრა დააანონსა

06/08/2022 09:17:59 კონფლიქტები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას აანონსებს

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა.

"რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან. ერთობლივად ვმუშაობთ მდგრადი დეესკალაციის მისაღწევად და კავშირების განსამტკიცებლად. შეხვედრამდე დარჩენილ დროში საკვანძო მნიშვნელობა აქვს დიალოგის გაგრძელებასა და დღის წესრიგის ყველა პუნქტზე კონკრეტული პროგრესის მიღწევას. ევროკავშირი რჩება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ერთგული“, - წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 2020 წლის შემოდგომაზე გამწვავდა. 44-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ ბაქომ და ერევანმა მოსკოვის შუამდგომლობით ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც მოგვიანებით ერევანში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

შეთანხმების თანახმად, ბაქო იბრუნებს ყარაბაღის ტერიტორიის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც სომხურ ჯარს 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე კონტროლს რუსი სამხედროები ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S