Accentnews.ge
მთიანი ყარაბაღის საკითხზე ენტონი ბლინკენს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

მთიანი ყარაბაღის საკითხზე ენტონი ბლინკენს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

06/08/2022 09:16:26 კონფლიქტები

მთიან ყარაბაღში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანთან, ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბლინკენმა ლიდერებს აშშ-ს მზაობის შესახებ აუწყა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს.

ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიან-ყარაბაღში ვითარებას.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 2020 წლის შემოდგომაზე გამწვავდა. 44-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ ბაქომ და ერევანმა მოსკოვის შუამდგომლობით ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც მოგვიანებით ერევანში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

შეთანხმების თანახმად, ბაქო იბრუნებს ყარაბაღის ტერიტორიის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც სომხურ ჯარს 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე კონტროლს რუსი სამხედროები ახორციელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S