NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან

07-08-2022 22:00:40 კონფლიქტები ,პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავს ეხმიანება.

"დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთის ომზე უკრიანის წინააღმდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილები. დღემდე რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველი დევნილი გახდა.

როგორც 2022 წლის მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან ", - აცხადებს ხავიერ კოლომინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები