
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
08/08/2022 13:10:35 სამართალი
ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
დაშავებულები ჰოსპიტალიზებულნი არიან.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.