
ლენტეხში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია
09/08/2022 07:38:42 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ლენტეხში, პროექტის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია
მათივე ცნობით, მინისტრმა ქვემო სვანეთში მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
„ლენტეხში პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ქვემო სვანეთში, ლენტეხის ცენტრალური არეალი ყველა თავისი კომპონენტით პასუხობს განახლებას. სამუშაოები მოედანს, სხვადასხვა შენობა-ნაგებობას მოიცავს. მიმდინარეობს კულტურის ცენტრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, სააქტო დარბაზი კეთდება. გრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწესრიგება, მათ შორის, სანიაღვრეების და რეკრეაციული სივრცეების. აღნიშნული პროცესი უკვე მეორე ფაზის სამუშაოების ფარგლებში გრძელდება, რომელიც ასევე შემოდგომაზე დასრულდება,”- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
უწყების ინფორმაციით, პროგრამით „განახლებული რეგიონები“ ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩის განახლების სამუშაოები დაფინანსდა. სამუშაოები 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. ამასთან, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს თავად აწარმოებს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის დახმარებით, საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ტურისტულ და რეკრეაციულ სივრცესაც აწყობს.