Accentnews.ge
ბელარუსში ომის საწინააღმდეგო აქციებისთვის ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ომის საწინააღმდეგო აქციებისთვის ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

09/08/2022 09:10:20 ევროპა

ბელaრუსში ომის საწინააღმდეგო აქციების გამო ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, მომიტინგეების წინააღმდეგ 32 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, იუწყება ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“.

ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა, მეტიც იყოს, რადგან ხშირ შემთხვევაში სასამართლო სხდომები მალულად იმართებოდა.

მათივე ცნობით, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო დაკავებულთა შორის ბევრი ქალი იყო. სულ მცირე, 278 ასეთი შემთხვევის შესახებაა ცნობილი. დაკავებულები პოლიციის მხრიდან შევიწროებასა და იზოლატორებში გაუსაძლისი პირობების შესახებ საუბრობენ: ქალებს იატაკზე სძინავთ, არ აწვდიან საკვებს და წყალს, ჰიგიენის საშუალებებს, არ აძლევენ შხაპის მიღების შესაძლებლობას, არ გაჰყავთ სასეირნოდ.

უფლებადამცველებს მაგალითად მოჰყავთ დანუტა პერედნიას შემთხვევა, რომელსაც თავისუფლების 6,5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს უკრაინაში ომის წამოწყებისთვის ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მწვავე კრიტიკის გამო. უფლებადამცველებმა ისაუბრეს ჟურნალისტ იური გონცარევიჩზე, რომელსაც 2,5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა რუსული სამხედრო ტექნიკის გადაღებისთვის; სტუდენტი ალექსანდრე ზაგდაის 2,5–წლიანი ციხე განუსაზღვრეს სამხედრო თვითმფრინავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S