Accentnews.ge
აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა

09/08/2022 10:30:46 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აგვისტოს ომის მე–14 წლისთავს ეხმიანება და მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა.

"14 წლის წინ საქართველოში მსოფლიოსთვის დასანახად გამოვლინდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები. ყალბი საბაბით დაწყებული თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ძალებმა ათობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდა და უაზრო ნგრევა განახორციელეს, მათ სადრეისოდ ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს ოკუპაციასა და გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია დაარსდა 1976 წელს. იგი შედგება აშშ-ის კონგრესის 18 წევრისგან, რომელთა შორისაც არიან როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების წევრები, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო, თავდაცვისა და კომერციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S