Accentnews.ge
პოლონეთის პრემიერი: "უკრაინის ომმა გამოავლინა სიმართლე როგორც რუსეთზე, ისე ევროპაზეც“

პოლონეთის პრემიერი: "უკრაინის ომმა გამოავლინა სიმართლე როგორც რუსეთზე, ისე ევროპაზეც“

09/08/2022 10:49:18 ევროპა

პოლონეთის მთავრობის მეთაურის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შესაძლებელი გახადა როგორც რუსეთის, ისე ევროპის მიმართ ახლებურად დაკვირვება.

„ბერვმა ევროპელმა ლიდერმა მისცა პუტინს მათი გაბრიყვების საშუალება და ახლა ისინი შოკში არიან“,– ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა Euractiv-ისთვის მომზადებულ სტატიაში.

მისი თქმით, „ვისაც არ სურს, დაინახოს, რომ პუტინის ქვეყანას იმპერიალისტური ტენდენციები აქვს, დღეს უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეების დემონები აღსდგნენ რუსეთში: ნაციონალიზმი, კოლონიალიზმი და ტოტალიტარიზმი“.

თუმცა, უკრაინის ომმა "გამოავლინა სიმართლე ევროპის შესახებაც", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა და დასძინა: დასავლეთმა „გონივრული აქტივობის შენარჩუნების ნაცვლად, მიმართა გეოპოლიტიკურ თვლემას და ამჯობინა, არ დაენახა მზარდი პრობლემა“.

მისი თქმით, „პოლონეთს არ აქვს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, მაგრამ სხვა ქვეყნებზე გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს რუსეთთან ურთიერთობაში “. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის განცხადებაზე, რომელმაც თავის დროზე – რუსეთის საქართველოზე თავსახლისას თქვა, რომ „რუსეთი საქართველოზე არ გაჩერდება, მეტს მიიტაცებს“. მას მაშინ არ მოუსმინეს“ და ის ფაქტი, რომ „პოლონეთის ხმა იგნორირებულია, მხოლოდ მაგალითია უფრო ფართო პრობლემისა, რომელსაც ევროკავშირი დღეს ებრძვის“.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მისი აზრით, „ევროკავშირის მუშაობის შემდგომ სფეროებში ერთსულოვნების პრინციპის მიტოვება გვაახლოებს მოდელთან, რომელშიც უფრო ძლიერი და დიდი დომინირებს სუსტზე და პატარაზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S