
NDI - გამოკითხულთა უმეტესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს "
21/05/2019 07:08:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, აპრილის თვეში გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ ცუდად. რესპონდენტთა 36% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 6%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე. ამავე კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 53%-მა მთავრობის საქმიანობა ცუდად შეაფასა, ხოლო 44% -მა კარგად. 2018 წლის მარტში მოსახლეობის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება, ასევე უარყოფითი იყო. გამოკითხულთა 49% -ის მიერ მთავრობის საქმიანობა შეფასებულია ცუდად, ხოლო 45%-ის მიერ კარგად.
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.