Accentnews.ge
უკრაინის ვიცე-პრემიერი: "აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი"

უკრაინის ვიცე-პრემიერი: "აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი"

09/08/2022 15:17:15 ევროპა

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი.

"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები.

და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!"- წერს ვერეშუკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.

მოგვიანებით ანექსირებული ყირიმის ჯანდაცვის მინისტრმა კონსტანტინე სკორუფსკიმ განაცხადა, რომ აეროდრომზე აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებაც.

მანამდე რუსული „კომერსანტი“ ნოვოფედოროვკის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თავდასხმა მოხდა სამხედრო აეროდრომსა და საბრძოლო მასალის საცავებზე საქსკისა და ნოვოფედოროვკას მახლობლად.

„აეროდრომთან აფეთქებები იყო. პირველი აფეთქების ხმა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაისმა. სულ ათამდე იყო“, - განუცხადა „კომერსანტს“ წყარომ.

აეროდრომზე აფეთქებების შესახებ იუწყებოდა საქსკის რეგიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიქტორია კაზმიროვა:

„აეროდრომი გვიფეთქდება. აფეთქებებია აეროდრომზე. აქ ყველა ფანჯარა დაიმსხვრა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S