Accentnews.ge
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს

09/08/2022 15:58:33 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს.

"კარგი ამბავი მოხდა:. ჰენიჩესკის რაიონში ძალიან ძლიერი აფეთქება იყო." - განაცხადა ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა სერჰიი ხლანმა.

ჰენიჩესკი ​ ხერსონის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს, ყირიმთან ახლოს, უკრაინის უახლოესი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში.

ხლანის ვარაუდით, სამიზნე ჰენიჩესკსა და მელიტოპოლს შორის რკინიგზაზე იყო:

"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას გენერალური შტაბიდან, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო სიახლეა. აფეთქება 1,5-2 საათის განმავლობაში ისმოდა ამ რკინიგზის სადგურზე, რომელიც აკავშირებს ყირიმსა და მელიტოპოლს" .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S