
"რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში?!" – კასპში პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
10/08/2022 10:58:18 სამართალი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო, ხანდაკში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, -იუწყება qartli.ge.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მეზობლებს შორის დავაში პოლიცია "არ უნდა ჩარეულიყო".
"რატომ მოხვედით, რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში?!" - მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივებმა სამართალდამცველებს.
კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელების შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.