Accentnews.ge
„აიდგილარა“ ბიჭვინთის ყოფილი აგარაკის შესახებ შეთანხმების „პარლამენტიდან“ გაწვევას მოითხოვს

„აიდგილარა“ ბიჭვინთის ყოფილი აგარაკის შესახებ შეთანხმების „პარლამენტიდან“ გაწვევას მოითხოვს

10/08/2022 11:06:49 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტია „აიდგილარამ“ დე ფაქტო პრეზიდნეტ ასლან ბჟანიას „პარლამენტიდან“ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდა.

პარტიაში მიჩნევენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა „თავისი დაუფიქრებელი მოქმედებებით ქვეყანაში ვითარება უპრეცედენტო სამოქალაქო დაძაბულობმადე მიიყვანა ყველა მიმართულებით“, მათ შორიოს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

„რესპუბლიკაში ანტირუსული საპროტესტო განწყობების დაწყების წარუმატებელმა მცდელობებმა უკვე გამოიწვია მორიგი შიდა პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით და შექმნა დაძაბულობის წერტილები რუსეთის ფედერაციასთან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„აიდგილარა“ "აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის" გადადგომას და პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად „პროფესიონალებისგან დაკომპექტებული“ ახალი "მთავრობის" ფორმირებასაც მოითხოვს.

განცხადებაში. ასევე საუბარია რუსეთთან საზღვრის დემარკაცია- დელიმიტაციის აფხაზური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, "რომელიც აიბღის და შავი ზღვის საკითხებზე იმუშავებს".

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აქტუალობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენამ შესძინა. შეთანხმებას „პარლამენტის“ მხრიდან რატიფიცირება სჭირდება.

შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის 8, 9 და 10 ნომრების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში არსებული სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S