Accentnews.ge
სოხუმში ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის ავტომანქანა დაცხრილეს

სოხუმში ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის ავტომანქანა დაცხრილეს

11/08/2022 09:03:33 კონფლიქტები

სოხუმში ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის ასლან ბასარიას ავტომანქანა დაცხრილეს, - იუწყებიან აფხაზური Telegram-არხები.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ირკვევა, რომ თავდასხმის მომენტში მანქანა ბასარიას სახლის წინ იყო პარკირებული და მასში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ისროდნენ გამვლელი ავტომანქანიდან, სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან წარმოებდა.

«Нужная газета» აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ასლან ბასარია ერთ-ერთ ტელეეთერში აფხაზურ საზოგადობაში არსებულ საპროტესტო განწყობებზე და "სუვერენიტეტს" დაკარგვის საფრთხეზე საუბრობდა დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებების, კერძოდ, რუსებისთვის ბიჭვინთის აღმოსავლეთ ნაწილის, ენერგოობიექტებისა და უძრავი ქონების მიყიდვის შესაძლო დაშვების გამო.

აფხაზ სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S