
ვრცელდება ცნობები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ
11/08/2022 16:41:51 ევროპა
უკრაინული და რუსული მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ევროპის უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის მისამართით გახნილი ცეცხლის გამო.
რუსეთის არმიამ 11 აგვისტოს სამჯერ გახსნა ცეცხლი ზოპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით, – იუწყება უკრაინული მედია, სახელმწიფოო კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით.
ინფორმაციის მიხედვით, არავინ დაშავებულა, ცეცხლი წაეკიდა ბალახს.
დაბომბვის გამო სადგურზე დროულად ვერ მოხერხდა თანამშრომლეთა შეცვლა, ვითარების სტაბილიზიამდე მუშაობას განაგძობს მიმდინარე ცვლაში მომუშავე პერსონალი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს თანამშრომლები სადგურს ტოვებენ არ შეესაბამება სიმართლეს.
„ენერგოატომის“ ინფორმაციით, ადგილობივი დროით 17:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის რადიაციული ფონი ბუნებრივ ნორმაშია.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტოსადგრის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას საგანაგებო სხდომაზე გეგმავს გაეროს გენერალური ასამბლეა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დღეს, 11 აგვისტოს მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის სიახლოვეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ბოლო რამდენიმე კვირაა ამ საკითხზე მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.
გასულ კვირაში, უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.