Accentnews.ge
სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის ქრთამის აღების საქმეზე სამ დღეში ორი საჯარო მოხელე დააკავეს

სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის ქრთამის აღების საქმეზე სამ დღეში ორი საჯარო მოხელე დააკავეს

11/08/2022 17:46:00 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ერთი მოქალაქე, ერთი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე, სულ სამი ადამიანი დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე, რომელსაც სამხედრო სავალდებული სამსახურში გაწევის გადავადებისთვის იღებდნენ ადგილობრივი ჩინოვნიკები მოქალაქეებისთვის.

როგორც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი და ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 500 ლარი გამოართვეს.

ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ბ.გ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 აგვისტოს დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის 338-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამხედრო სავალდებული სამსახურიდან თავის არიდების მცდელობებზე საუბარია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემულ "საიდუმლო დოკუმენტებშიც", სადაც ჩანს, რომ მმართველი პარტია სამხედრო გაწვევისგან იხსნიდა ახალგაზრდებს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამ დოკუმენტებში ასახულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას გენერალური პროკურატურა აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S