რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ორ დასახლებულ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს

12-08-2022 11:18:20 ევროპა

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ორ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულებს შორის არის 12 წლის ბიჭი.

„ნიკოპოლის ოლქს „გრადებით“ და ქვემეხებით დაარტყეს. დაახლოებით 40 რაკეტა ქალაქ მარგანეცს მოხვდა, დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის არის 12 წლის ბიჭი”, - წერს რეზნიჩენკო.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, მარგანეცში 4 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ამასთან, რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოპოლზე ქვემეხებით 10-ჯერ მიიტანეს იერიში. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაზიანებულია სახლები და ავტომობილები. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები