
ოზურგეთში ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12/08/2022 07:28:22 სამართალი
ოზურგეთში 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა: 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, კაცი პოლიციას ჩაბარდა.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ცნობებით, კაცი ქალს მიუახლოვდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილი დატოვა.