Accentnews.ge
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

12/08/2022 11:28:47 სამართალი

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამავე საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს ეხმიანება და აცხადებს, რომ კონკურსის დაჩქარებული წესით წარმართვამ, ისე რომ პოტენციურ კანდიდატებს შესაძლოა არც ჰქონოდათ მის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, პროცესის ხარისხზე მოახდინოს გავლენა.

10 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ევროპელ მოსამართლეთა საკონსტულტაციო საბჭო ასევე ხაზს უსვამს გარემოებას, რომ კონკურსის თაობაზე მანამდე ინფორმირებული არ ყოფილა საკონსულტაციო საბჭოს მოქმედი წევრი საქართველოს კვოტით – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, რომელიც ამ პოზიციაზე 2024 წლამდეა გამწესებული.

CCJE აცხადებს, რომ ნინო ბაქაქურის მუშაობა საკონსულტაციო საბჭოში არის „მაღალი პროფესიული სტანდარტების და საბჭო მნიშვნელოვან ექსპერტულ მხარდაჭერას იღებს მისგან სამუშაო ჯგუფებსა თუ პლენარულ შეხვედრებში“.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიცია.

CCJE ამბობს, რომ იზიარებს კოალიციის გამოთქმულ შეშფოთებას და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „უზრუნველყოს კონკურსის მაღალი სტანდარტებით წარმართვა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება მათი კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა“.

საკონსულტაციო საბჭოსა და ევროპული კომისიის მოქმედი წევრი, საქართველოს კვოტით, 2024 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – ნინო ბაქაქურია. „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციის განცხადებით, ბაქაქურის კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში რაიმე ტიპის კითხვები არ არსებობს.

კოალიცის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს კვოტით CCJE-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ასეთი ფორმით გამოცხადება „კითხვებს აჩენს და სასამართლო სისტემის შიგნით განსხვავებული აზრის დევნაზე არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S