ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა

12-08-2022 17:16:36 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7089 ლარი ეღირება, ევრო – 2.7880 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2829 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7016 ლარი ღირდა, ევრო – 2.7916 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2960 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები