
NDI – გამოკითხულთა 17% “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, 14% –„ნაციონალურ მოძრაობას“
21/05/2019 07:26:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 17% “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, 14% –„ნაციონალურ მოძრაობას“
კერძოდ, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:17% – “ქართულ ოცნება”; 14% – “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა”; 3% –“ევროპული საქართველო“ და 3% –“პატრიოტთა ალიანსს”.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.