
თადუმაძემ მოსამართლესთან დაკავშირებით კითხვას, რომელიც ივანიშვილის მოქალაქეობაზე მსჯელობდა, პირდაპირ არ უპასუხა
09/10/2019 12:36:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა. დეპუტატი გედევან ფოფხაძე დაინტერესდა, მოსამართლე გეწაძე ივანიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას შინაგანი რწმენით მოქმედებდა თუ პოლიტიკური წნეხის ქვეშ. საქმე ეხება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს, რომელიც ივანიშვილის იურისტებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმეს განიხილავდა შოთა გეწაძე, ხოლო პროცესზე ივანიშვილის უფლებებს რამდენიმე ადვოკატთან ერთად შალვა თადუმაძე იცავდა.
"მან არ მიიღო კარგი გადაწყვეტილება",- ასე უპასუხა კითხვას თადუმაძემ.
მისივე თქმით, მას არ ჰქონდა დასავუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ სამართადამცავი ორგანოებისთვის მიემართა გეწაძესთან დაკავშირებით.