Accentnews.ge
სასამართლომ ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე კლასის დამრიგებელი დამნაშავედ სცნო

სასამართლომ ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე კლასის დამრიგებელი დამნაშავედ სცნო

16/08/2022 14:51:09 სამართალი

დღეს გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ სცნო ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და გაამართლა მისი სპორტის მასწავლებელი. ორივე მათგანისთვის წარდგენილი ბრალი იყო გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასამართლომ სოფის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა და აღვეთის ზომად პირობითი სასჯელი განსაზღვრა. ორივე მასწავლებელი, რომელსაც გამოძიება გულგრილობით მოზარდის სიცოცხლის მოსპობას ედავებოდა, კვლავ აგრძელებს სკოლაში მუშაობას.

თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლე 16 წლის სოფი 2019 წლის მაისში კლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად იყო წასული ლაგოდეხის ნაკრძალში. ის ნინოსხევის ჩანჩქერთან წყლის დინებამ ჩაითრია და ასფიქსიით გარდაცვლილი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ბავშვი უმეთვალყურეოდ იყო არა მხოლოდ მაშინ, როცა წყალში შევიდა და შველას ითხოვდა, მაშინაც, როცა ჩანჩქერზე ადიოდა. სასამართლომ დაკითხა თვითმხილველები, რომლებმაც დაადასტურეს, როცა წყალში საბანაოდ შესული მოზარდი შველას ითხოვდა, მას არც ერთი იქ მყოფი მასწავლებელი არ დახმარებია.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2022 წლის მაისიდან გამკაცრდა რეგულაციები სკოლის ექსკურსიებზე: აიკრძალა 150 კილომეტრზე უფრო შორს მოსწავლეების წაყვანა და ღამისთევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S