
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
17/08/2022 11:21:55 სამართალი
ხობი-ფოთის დამაკავშირებელი გზის შუა ქვალონის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედეს ვიტო“ და „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 50 წლის ქალი.
მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.