Accentnews.ge
ქუთაისის მერია - ქალაქში წლის ბოლომდე, 5 ახალი სპორტული არენა გაიხსნება

ქუთაისის მერია - ქალაქში წლის ბოლომდე, 5 ახალი სპორტული არენა გაიხსნება

17/08/2022 14:07:41 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად, ქალაქის სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით მინდვრის ჰოკეის და კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსდება.

„მინდვრის ჰოკეის მოედნის მშენებლობა ნიკეას ქუჩაზე მიმდინარეობს. აქ ბალახის სათამაშო მოედანი, ტრიბუნები, გასახდელი, განათების და სარწყავი სისტემები მოეწყობა. პროექტის ღირებულებაა 827 953 ლარი.

კუპრაძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ დარბაზში საცოცი კედელი კეთდება. მოპირკეთებული საცოცი კედელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდება და აღნიშნულ დარბაზში სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მომზადებასაც შეძლებენ. პროექტი 674 463 ლარის ღირებულებისაა“, - აღნიშნავენ ქუთაისის მერიაში.

ამასთან, მათივე ცნობით, რამდენიმე სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე, შვიდკაცა ფეხბურთისთვის, „მასტერ ლიგის" სტადიონი კეთდება. საფეხბურთო მოედნის, ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები 464 000 ლარი დაჯდება.

ტიპური სპორტული მოედანი ეწყობა ჩეჩელაშვილის ქუჩაზე. ხელოვნურსაფარიან სტადიონზე თამაშს კალათბურთის და ფრენბურთის მოყვარულები შეძლებენ. პროექტის ღირებულება 81 990 ლარია.

„ქუთაისის სპორტული ტრადიციების გათვალისწინებით და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ქალაქში ერთდროულად რამდენიმე სპორტულ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. წლის ბოლომდე ქუთაისში 5 ახალი სპორტული არენა გვექნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქუთაისელი ახალგაზრდების სპორტულ მიღწევებს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S