
ცხინვალის სასამართლომ მამუკა ჩხიკვაძეს 3,8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
17/08/2022 14:18:28 კონფლიქტები
ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ სამხედრო პირს, ქართველ მამუკა ჩხიკვაძეს 3,8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - იუწყება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტი უშიშროების სამსახური.
ჩხიკვაძე 2021 წლის 10 დეკემბერს "საზღვრის უკანონო კვეთისა" და "ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის" ბრალდებით დააკავეს. ოსური უშიშროების ვერსიით, მას 4 გრ-მდე მარიხუანა აღმოუჩინეს.
ქართული მხარის განცხადებით, ჩხიკვაძის გათავისუფლების საკითხი სისტემატიურად დგებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე.