Accentnews.ge
გენპროკურორი დეპუტატს თაღლითობაში ადანაშაულებს

გენპროკურორი დეპუტატს თაღლითობაში ადანაშაულებს

09/10/2019 15:11:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. კერძოდ, მისი თქმით, აპელირება, თითქოს მას საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია, რადგან ეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტში არ მოიძებნა, თაღლითობაა.

„ის, რომ შეურაცხყოფები მივიღე, გასაგებია. თქვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მკითხა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში. შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი, ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თურმე შალვა თადუმაძ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო, არ გადიოდა. ეს იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა ამ შემთხვევაში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კახიძემ კითხვა დაუსვა თადუმაძეს, ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“. კახიძემ ნიშნების ფურცელიც წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ თადუმაძე სამართლის ისტორიას სწავლობდა. მას ჰკითხეს აღნიშნულ საგანში რა ნიშანი ჰყავდა, თადუმაძემ კი, პასუხად აღნიშნა: „სამიანი მყავს სამწუხაროდ“.

ამასთან, როგორც სხდომაზე დეპუტატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, თადუმაძე საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S