Accentnews.ge
ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

18/08/2022 08:13:56 სამართალი

„მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროკურორმა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

სამართალდამცველებმა ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ლაშა ნაკაიძე ოჯახის წევრს შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებულზე ნაკაიძემ იძალადა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურად.

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) ქვეპუნქტით.

"მთავარი არხი" დილის გადაცემის წამყვანის დაკავებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. არხი აცხადებს, რომ პოლიციას ამ დანაშაულის შესახებ მათმა სხვა თანამშრომელმა შეატყობინა - გამოიკითხა ქალი და მისი ჩვენების საფუძველზე ტელეწამყვანი დააკავეს.

"ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - განაცხადეს "მთავარ არხში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S