
ცხინვალი დე ფაქტო საზღვრის კვეთის რეჟიმს ამარტივებს
18/08/2022 11:43:00 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის კვეთის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო, - იუწყება "პრეზიდენტ" გაგლოევის პრეს-სამსახური.
რეჟიმი მარტივდება, კერძოდ, ჯავისა და ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც "რაზდახანისა" (მოსაბრუნი-ოძისი) და პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტების კვეთას ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვებამდე შეძლებენ.
"პრეზიდენტ" ალან გაგლოევის განცხადებით, საკითხი მოსახლეობის თხოვნით, დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციებისა და "დეპუტატ" ზაზა დრიაევის შუამდგომლობით იქნა განხილული.
ცნობისთვის: ახალგორის რაიონის მოსახლეობა 2019 წლის სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ "რაზდახანის" ჩაკეტვის შემდეგ ფაქტობრივ იზოლაციაში ცხოვრობს. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მაშინ ქართული მხარის მიერ წნელისის საგუშაგოს გახსნის საპასუხოდ ჩაიკეტა.