Accentnews.ge
ტანკების გაუმართავობის გამო ოსური გუნდი რუსეთის "სატანკო ბიატლონის" შეჯიბრის ინდივიდუალური რბოლიდან მოხსნეს

ტანკების გაუმართავობის გამო ოსური გუნდი რუსეთის "სატანკო ბიატლონის" შეჯიბრის ინდივიდუალური რბოლიდან მოხსნეს

18/08/2022 12:59:04 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გუნდი რუსეთის "სატანკო ბიატლონის" შეჯიბრის ინდივიდუალური რბოლიდან მოხსნეს. მიზეზი ტანკების გაუმართავობაა.

დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ოს მონაწილეებს ჯერ პირველმა ტანკმა უმტყუნათ, რის შემდგაც მეორეზე გადასხდნენ, თუმცა მალევე ისიც გაუჩერდათ.

შემდეგი რბოლა 21 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.

რუსეთის საერთაშორისო საჯარისო თამაშების "სატანკო ბიატლონი" მოსკოვის სიახლოვეს, ალაბინოს პოლიგონზე იმართება. მონაწილეთა შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ლაოსის, ზიმბაბვეს გუნდები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S