Accentnews.ge
მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

19/08/2022 08:30:52 სამართალი

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს, –იუწყება qartli.ge. ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი მეორე დღესვე დატოვა.

"ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიციას შეეშინება ის ერთი დღით. რა ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა. ნამდვილად არ ვიფიქრებდით, რომ პატიმრობაში გაუშვებდნენ.'' - განაცხადა ბრალდებულის დედამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გირაოს სახით 5 ათასი ლარი ჰქონდა შეფარდებული.

44 წლის მამაკაცს მშობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარა ედებოდა ბრალად. მას დედ-მამასთან მიახლოება აკრძალული აქვს. შემთხვევა 17 აგვისტოს კასპში მოხდა.

,,სავარაუდოდ გავასაჩივრებ'' - გვითხრა პროკურორმა ნიკა მახარაძემ. იგი პატიმრობას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და შესაძლოა, დანაშაული კიდევ განმეორდეს.

"კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მამას მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები იძულებულნი გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ და ფეხით ჩასულიყვნენ პოლიციის განყოფილებამდე, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება მომხდარიყო'' - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერად უთხრა მშობლებს რაღაც, რადგან მისი თქმით, მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S