Accentnews.ge
აშშ-ის საელშო:"პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება კითხვებს ბადებს"

აშშ-ის საელშო:"პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება კითხვებს ბადებს"

19/08/2022 15:06:58 პოლიტიკა

"პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება კითხვებს ბადებს" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - ნათქვამია განცხადებაში.

დღესევე ზემოაღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არ მიიწვია. ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერ–მინისტრის "პოსტიდან" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ს ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ს წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს. ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას -" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "სამართლიან არჩევნებს" უნდა მიეღო. 18 აგვისტოს სხდომა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S