Accentnews.ge
საოკუპაციო ძალებმა უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს

საოკუპაციო ძალებმა უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს

20/08/2022 10:39:54 კონფლიქტები

ქარელის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა დაიწყეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ამ სოფლების მიმდებარედ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი 2021 წლის აპრილში დაიწყო და ახლა პროცესის გაგრძელებაა. უწყებამ გაააქტიურა "ცხელი ხაზი" და ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, – აცხადებენ სუს-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S