Accentnews.ge
შსს-მ ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან აღმოჩენილი ხელყუმბარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან აღმოჩენილი ხელყუმბარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21/08/2022 07:10:04 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან აღმოჩენილი ხელყუმბარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, "მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, ე.წ. "საოკუპაციო ხაზთან", სადაც განთავსებულია გამაფრთხილებელი ბანერები, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდო საბრძოლო მასალა “F-1” ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა".

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1" ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.

საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება“,-აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S