Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: "ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი 19 აგვისტოს რომ ჩართულიყო, ცეცხლის კერებს ვერ შეამცირებდა"

თავდაცვის მინისტრი: "ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი 19 აგვისტოს რომ ჩართულიყო, ცეცხლის კერებს ვერ შეამცირებდა"

22/08/2022 15:11:26 თავდაცვა, საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ბორჯომში, ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი 19 აგვისტოს რომ ჩართულიყო, ცეცხლის კერებს ვერ შეამცირებდა.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ შეგვეფასებინა სამომავლო რისკები, მიგვეღო გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭირო ჯარის ჩართვა აღნიშნულ ღონისძიებაში. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო, ასევე ცოცხალი ძალა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული. მოხდა იმ კერების ლოკალიზება, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით. 19 რიცხვშივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და მას შემდეგ, რაც უკვე საჭირო გახდა ჯარის ჩართვა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები აფასებენ რისკს და შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას, რა ტექნიკის ჩართვაა საჭირო იმ ეტაპზე. ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19 რიცხვშივე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ქვაბისხევის ტყეში მეოთხე დღეა, ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S