
ვროცლავში ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
23/08/2022 06:54:34 რეგიონები, რეკლამა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და პოლონეთში ყოველწლიურად ქართულ-პოლონური კულტურული ფესტივალი იმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
"მიმდინარე წელს, ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ქ. ვროცლავში სამი თვის განმავლობაში გალერეა „Galeria Miejska”-ში მალხაზ კოჩალიძეს, ლუკა ბესელიას, აკაკი ჯაშის, ირინა ტორონჯაძის, ვლადიმერ შარაშიძის, აკაკი ძნელაძის ნამუშევრები იქნება გამოფენილი. ვიზიტორებს, გამოფენის პარალელურად, საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული ინფორმაციის შესახებ ვიდეო-რგოლს უყურონ.გამოფენის გახსნის დღეს, კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებმა: ეთერ ხალვაშმა, ოთარ ნაკაშიძემ, ირაკლი კორიფაძემ, ირმა ჟღენტმა და კონცერტმეისტერმა ნინო ნიშნიანიძემ გამართეს.17 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, ქვედა სილეზიის სავოევოდოს მარშალ კშიშტოფ მაიას შეხვდნენ" - აცხადებენ უწყებაში.