"არჩევნები „სამართლიანმა არჩევნებმა” კი არ გააყალბა, „ოცნებამ” გააყალბა და ამის მტკიცებულებები სოსო გოგაშვილმა დადო"
23/08/2022 09:12:47 პოლიტიკა
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "არჩევნები “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) კი არ გააყალბა, სინამდვილეში მმართველმა პარტიამ გააყალბა".
"აბსურდულია ის, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს ომის დაწყებას აძალებს დასავლეთი. თითქოს შვეიცარიის საბანკო სისტემა ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, თითქოს ჩამოშლილია შვეიცარიის სასამართლო სისტემა, ხელისუფლება, მედია და საქართველოშია დემოკრატია. ეს აბსურდია. არჩევნები „სამართლიანმა არჩევნებმა” კი არ გააყალბა, სინამდვილეში “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა და ამის მტკიცებულებები სოსო გოგაშვილმა დადო, რომ იმაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, ერთი-ერთში დოკუმენტების სახით გოგაშვილის ფაილებში ამაზეა ინფორმაცია, ნახსენებია ტოტალური კონტროლი, ტოტალური მიყურადება, მოსყიდვა და კრიმინალების ჩართულობა საარჩევნო პროცესში”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით შოკისმომგვრელია.


