Accentnews.ge
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება

10/10/2019 08:26:28 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება. 

მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხრიდან მზაობა აღნიშნულ საკითხზე უკვე დაფიქსირდა.

„გრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. კარგადაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, იყვნენ ადგილზეც, შეისწავლეს გარემოება, მოხდა რუკების დადარებაც. კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა ბაქოში და არის მზაობა, რომ შემდეგ უკვე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოში გვეწვიონ და სწორედ აქ გაგრძელდება შემდგომი დისკუსია დელიმიტაციის ფარგლებში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S