Accentnews.ge
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს

23/08/2022 14:14:52 კონფლიქტები

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ მიკდადი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა, – იუწყება რუსული მედია რუსეთში სირიის ელჩ რიად ჰადადზე დაყრდნობით.

ელჩის თქმით, მიკდადი 23 აგვისტოს მოსკოვში ჩავა, მოგვიანებით კი – ოკუპირებულ რეგიონში.

მისი ინფორმაციით, სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დე ფაქტო მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S