Accentnews.ge
NDI – რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ  ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

NDI – რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

21/05/2019 07:41:46 სხვა, საზოგადოება

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ  ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. 

კითხვაზე, რამხელა გავლენა უნდა ჰქონდეს, თუ საერთოდ უნდა ჰქონდეს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გამოკითხულთა 22% პასუხობს, რომ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს,  24%- ს მიაჩნია, რომ ეკლესიას მცირე გავლენა უნდა ჰქონდეს. რესპონდენტთა 39% მიიჩნევს, რომ ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, ხოლო 14%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S