Accentnews.ge
ცხინვალი აშშ-ის მოქალაქის "დაკავებისა და გაძევების" შესახებ იუწყება

ცხინვალი აშშ-ის მოქალაქის "დაკავებისა და გაძევების" შესახებ იუწყება

24/08/2022 10:49:14 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გაძევებულია" აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი.

მისივე ინფორმაციით, ამერიკელი 27 ივლისს ახალგორის რაიონის დაბა ბალაანში დააკავეს (მანამდე ამ დაკავების შესახებ ინფორმაცია არც ოსურ მხარეს გაუვრცელებია არც ქართულს).

ცხინვალი ამერიკის მოქალაქეს "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს".

"დაკავებული გაძევებულ იქნა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. საფილტრაციო და შემოწმებითი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ იგი ქართულ მხარეს გადაეცა" - იუწყება დე ფაქტო უშიშროება.

ცხინვალი ინციდენტზე პასუხისმგებლობას აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს, რომლებიც "უარზე არიან, აღიარონ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი და მიზანმიმართულად უმალავენ უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის არსებობის ფაქტს".

"ბოლო დროის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის არაინფორმირებული მოქალაქეები საკუთარი სისცოცხლის რისკის ფასად უკანონოდ კვეთენ სახელმწიფო საზღვარს. დარწმუნებულები ვართ, როგორც აშშ-ის ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულებისა და მათთვის სასაზღვრო ხაზის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი" - დასძენს ოსური უშიშროება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S